воскресенье, 25 июня 2017 г.

მეშვიდე დღე

  დღეს პრაქტიკულად დავამთავრე პროექტის გეგმაზე მუშაობა, კონკრეტულად: აღვწერე სასწავლო პროცედურები, განვსაზღვრე დიფერენცირებული სწავლების აქტივობები, ჩამოვთვალე/მივუთითე პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსები. ამავე დროს, საჭიროდ მივიჩნიე რამდენიმე ცვლილების შეტანა გეგმის ადრე გაკეთებულ ნაწილში.

суббота, 24 июня 2017 г.

მეექვსე დღე

  შევავსეთ შეფასების გეგმის ცხრილი პროექტის მსვლელობის ეტაპების მიხედვით: შევარჩიეთ და ჩამოვაყალიბეთ შეფასების მეთოდები და საშუალებები/ინსტრუმენტები. ასევე, გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.
   სულ ეს იყო, თუმცა საკმაოდ შრომატევადი. 

суббота, 17 июня 2017 г.

მეხუთე დღე

   დღეს მოსწავლის როლი მოვირგეთ: ჩვენ თვითონ მოვამზადეთ საპრეზენტაციო მასალა ჩვენი პროექტის შესახებ  Power Point-ში და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში
  ასევე, დავიწყე ჩემი პროექტის საპრეზენტაციოდ მომზადება, როგორც მასწავლებელმა.
  საკმაოდ დატვირთული და სასიამოვნო დღე იყო.

   

воскресенье, 11 июня 2017 г.

მეოთხე დღე

გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტზე: ჩამოვაყალიბე და ჩამოვწერე მიმართულების მიმცემი კითხვები; ინტერნეტიდან გადმოვტვირთე და შევინახე პროექტისთვის საჭირო ფოტო და ვერბალური მასალა.

суббота, 10 июня 2017 г.

მესამე დღე

ა)  ვიმუშვეთ ბლოგის მოდიფიცირებაზე: დავამატეთ რამდენიმე გაჯეტი - მენიუს ზოლი,  გამოკითხვის რეჟიმი, შემოსული სტუმრების რაოდენობის მაჩვენებელი.
ბ) გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტზე. კონკრეტულად, გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების მაგალითებს.
P.S. ჩემს კომპიუტერს ,,ხასიათი გამოუკეთდა" და მოვახერხე საქაღალდის ელფოსტის დისკზე განთავსება. ☺


воскресенье, 4 июня 2017 г.

მეორე დღე

   მეორე დღე: დღეს დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა და ნაწილობრივ შევავსე კიდეც: შევარჩიე სათაური, გადმოვეცი მისი მოკლე შინაარსი, ამოვიწერე ესგ-ს სტანდარტიდან მისაღწევი შედეგები და დავაფიქსირე გეგმაში.
   ცუდი იყო, რომ, ჩემი კომპიუტერის პრობლემიდან გამომდინარე, ვერ შევძელი ჩემი საქაღალდის განთვსება ჩემი ელფოსტის დისკზე და ვერც გადაგზავნა ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე.