воскресенье, 2 июля 2017 г.

მეცხრე დღე



   დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღე იყო. ბევრი ვიმუშავეთ: ჩვენი ბლოგები გავხადეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი; განვათავსეთ ჩვენი ერთი პრეზენტაცია, შემდეგ ერთმანეთის ბლოგებს ვეწვიეთ და კომენტარებიც დავუწერეთ.
   დიდი მადლობა ჩვენს ნიჭიერ და უსაყვარლეს ტრენერს, რომელიც მუდამ მზად არის ჩვენთვის გაჭირვების ტალ-კვესის როლი იკისროს! პირადად ჩემთვის მასთან ურთიერთობა ბედნიერებაა და ძალიან მომენატრება!!!
  ტრენინგის ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებებს!

суббота, 1 июля 2017 г.

მერვე დღე

   დღეს ბოლომდე დავასრულე მუშაობა სასწავლო პროექტზე - როგორც მასწავლებლის, ასევე, მოსწავლის ნიმუშზე; შევქმენი და შევავსე „პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა“ და მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა. ჩემი საქაღალდე საბოოლოდ მოვაწესრიგე და ავტვირთე gmail-ის დისკზე.

воскресенье, 25 июня 2017 г.

მეშვიდე დღე

  დღეს პრაქტიკულად დავამთავრე პროექტის გეგმაზე მუშაობა, კონკრეტულად: აღვწერე სასწავლო პროცედურები, განვსაზღვრე დიფერენცირებული სწავლების აქტივობები, ჩამოვთვალე/მივუთითე პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსები. ამავე დროს, საჭიროდ მივიჩნიე რამდენიმე ცვლილების შეტანა გეგმის ადრე გაკეთებულ ნაწილში.

суббота, 24 июня 2017 г.

მეექვსე დღე

  შევავსეთ შეფასების გეგმის ცხრილი პროექტის მსვლელობის ეტაპების მიხედვით: შევარჩიეთ და ჩამოვაყალიბეთ შეფასების მეთოდები და საშუალებები/ინსტრუმენტები. ასევე, გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.
   სულ ეს იყო, თუმცა საკმაოდ შრომატევადი. 

суббота, 17 июня 2017 г.

მეხუთე დღე

   დღეს მოსწავლის როლი მოვირგეთ: ჩვენ თვითონ მოვამზადეთ საპრეზენტაციო მასალა ჩვენი პროექტის შესახებ  Power Point-ში და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში
  ასევე, დავიწყე ჩემი პროექტის საპრეზენტაციოდ მომზადება, როგორც მასწავლებელმა.
  საკმაოდ დატვირთული და სასიამოვნო დღე იყო.

   

воскресенье, 11 июня 2017 г.

მეოთხე დღე

გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტზე: ჩამოვაყალიბე და ჩამოვწერე მიმართულების მიმცემი კითხვები; ინტერნეტიდან გადმოვტვირთე და შევინახე პროექტისთვის საჭირო ფოტო და ვერბალური მასალა.

суббота, 10 июня 2017 г.

მესამე დღე

ა)  ვიმუშვეთ ბლოგის მოდიფიცირებაზე: დავამატეთ რამდენიმე გაჯეტი - მენიუს ზოლი,  გამოკითხვის რეჟიმი, შემოსული სტუმრების რაოდენობის მაჩვენებელი.
ბ) გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტზე. კონკრეტულად, გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების მაგალითებს.
P.S. ჩემს კომპიუტერს ,,ხასიათი გამოუკეთდა" და მოვახერხე საქაღალდის ელფოსტის დისკზე განთავსება. ☺